კახური ტრადიციული მეღვინეობა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრებს კორპორატიულ ფასდაკლებას სთავაზობს. ასოციაციის წევრებს შეუძლიათ კორპორატიულ სასაჩუქრე პროდუქტად განიხილონ თავიანი ბრენდისა და KTW- პროდუქტის კოლაბორაცია.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრები მათ მიერ შერჩეულ პროდუქტზე ისარგებლებენ 15%–იანი ფასდაკლებით და საჩუქრად მიიღებენ შერჩეული პროდუქტის სრული ეტიკეტირების მომსახურებას (დიზაინი, სტამბა, გაფორმება, ადგილზე მიწოდება).

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი პროდუქტი KTW- ასორტიმენტიდან (http://ktw.ge/categories) და მისცენ კონკრეტული მიმართულება და დავალება ეტიკეტის დიზაინის მიმართულებით. მინიმალური დაკვეთა შეადგენს 50 ბოთლს.