პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების
უფლების მიმნიჭებელი საბჭოს
გადაწყვეტილება №02
2019 წ. “01“11
ქ. თბილისი
ა(ა)იპ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის“
პროფესიული მომზადების პროგრამის „დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში“ განხორციელების
უფლების მოპოვების შესახებ
დაწესებულების მიერ პროფესიული მომზადების პროგრამების
განხორციელების უფლების მოპოვების განაცხადებში ასახული ინფორმაციის, პროფესიული მომზადების
პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი
საბჭოს აპარატისა და ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული
გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს სხდომაზე, დაინტერესებული
მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
საქართველოს მთავრობის N131
დადგენილების მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად
საბჭომ
გადაწყვიტა:
1.
ა(ა)იპ
- საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციას (ს/კ 405151767), მიეცეს უფლება განახორციელოს
პროფესიული მომზადების პროგრამა „დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში“
პროგრამის
დასახელება |
პროგრამის სახე |
ეროვნული
კვალიფიკაციების ჩარჩოს
დონე |
პროგრამის
განხორციელება კვირეებში |
სწავლების ენა |
მსმენელთა
რაოდენობა
ჯგუფში |
მსმენელთა
მოთხოვნილი რაოდენობა |
დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში |
პროფესიული მომზადების პროგრამა |
მესამე |
12 |
ქართული |
5-20 |
100 |
2.
ა(ა)იპ
- საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას მსმენელთა ადგილების რაოდენობა განესაზღვროს
100-ით
3.
გადაწყვეტილება
ძალაში შევიდეს საბჭოს სხდომის დღიდან
4.
პროფესიული
მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი
საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში,
ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის შეტანის
გზით.
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,
№6
თავმჯდომარე
მარიამ ქუჩულორია
მდივანი
მარიკა ზაქარეიშვილი
პროგრამის დასრულების შემთხვევაში, გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი, სადაც მითითებულია ინფორმაცია კვალიფიკაციის დონის, პროგრამის შინაარსისა და მიღწეული შედეგების შესახებ.