პროფესიული
მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა მიერ
პროგრამაზე რეგისტრაციის
ვადებში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) პირადი (არასრულწლოვანი
პირის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის)
განცხადება;
ბ) აპლიკანტის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) არასრულწლოვანი
პირის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის პირადობის
მოწმობის ასლი და
დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს
განმცხაებლის/წარმომადგენლის
სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა ან
მშობლს მიერ გაცემული
მინდობილობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი
და სხვა);
დ) პროგრამაზე ჩარიცხვის
წინაპირობების შესაბამისად - საბაზო განათლების ან უფრო
მაღალი საფეხურის/დონის
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ე) პირმა, რომელმაც განათლება
მიიღო უცხოეთში, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა
პროგრამაზე - უნდა წარმოადგინოს
განათლების აღიარების დოკუმენტი; პირმა, რომელმაც
განათლება მიიღო ოკუპირებულ
ტერიტორიებზე, რის საფუძველზეც
ხდება ჩარიცხვა პროგრამაზე
- უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი;
ვ) იმ ენის
ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რა ენაზეც ხორციელდება პროგრამა.
დამადასტურებელ დოკუმენტად
შეიძლება ჩაითვალოს ატესტატი/დიპლომი, თუ პირმა
სასკოლო/ზემდგომი განათლება
მიიღო პროგრამის განხორციელების ენაზე.
ზ)
მართვის მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში;