"სოლარი" საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრია!
მზესუმზირის მწარმოებელი კომპანია "სოლარი" ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია აწარმოებს როგორც ჩვეულებრივ, ისე მარილიან მოხალულ მზესუმზირას.
“სოლარი“ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. კომპანიაში დასაქმებულია 60-ზე მეტი ადამიანი. ბოლო 3 წელია, მზესუმზირა "სოლარი" ოქროს ბრენდის გამარჯვებულია.