საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ, საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორულ მონიტორინგის საფუძველზე, ბაზრის მცირე და საშუალო კომპანიების ინტერესების დასაცავად გაიცა ორი რეკომდენდაცია:
შესაბამისი ბაზრის მცირე და საშუალო მოთამაშეების, მსხვილი საცალო მოვაჭრეების მხრიდან არასამართლიანი მოპყრობისაგან დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ვაკუუმის შევსების მიზნით ევროკავშირი მის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, მიიღონ შესაბამისი საკანონდმებლო ნორმები. უნდა აღინიშნოს,რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აღნიშნული რეგულაციები მიღებულ იქნა ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის მიღებამდე.
საქართველოში შესაბამისი საკანონდმებლო რეგულაციის არარსებობის გამო, საქართველოს კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილი არაა მოახდინოს შესწავლა ბაზრის მცირე და საშუალო მოთამაშეების, მსხვილი საცალო მოვაჭრეების მხრიდან არასამართლიანი მოპყრობისაგან დაცვის მიზნით.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას მიაჩნია, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, მცირე და საშუალო კომპანიების (წარმოება, დისტრიბუცია) ინტერესების დაცვის მიზნით, მნიშვენლოვანია კომპანიათა განვითარებისა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის არსებობისათვის.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო დიდ ათეულთან, აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების მიმართულებით, რომელშიც საკანონმდებლო ორგანოებისა და რითეილ სექტორის წარმომადგენლების გარდა, ასევე ჩართულნი იქნებიან ასოციაციის მიერ მოწვეული საერთაშორსო ექსპერტები.