საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ,,სუფთა სახლს“ ფუნქციონირების უფლება შეეზღუდა, რაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ,,სუფთა სახლის“ 150 ფილიალის ფუნქციონირების შეწყვეტას ნიშნავს.
შეჩერდა ყველა მსგავსი პროფილის/ფორმატის სავაჭრო ობიექტების ფუქნციონირება.
15 000 ლარის ოდენობით დადებული სახდელი, ობიექტის დახურვასთან დაკავშირებით წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშე.
,,სუფთა სახლში“ დასაქმებულია 1300 ადამიანზე მეტი, წარმოადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველაზე მსხვილ მაღაზიათა ქსელს თავის მოვლისა და საყოფაცხოვრებო ჰიგიენური საშუალებების მიმართულებით.
ასევე, ქსელურ მარკეტებს მიეცათ მითითება, გარდა არსებული ნაშთების ამოყიდვისა, დამატებით არ უზრუნველყონ ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზება.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას მიაჩნია, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, მაშინ როდესაც, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მომხმარებლის მოთხოვნა ჰიგიენური საშუალებების მიმართ, დახურულია საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციის ობიექტები, შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და საცალო სავაჭრო ობიექტების დიდ ნაწილთან, სოციალური დისტანცირების დაცვიდან გამომდინარე, არის მოქალაქეთა რიგები.
,,სუფთა სახლის“ ფუნქციონირების შეჩერება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მომხმარებელთა ინტერესზე, ისევე როგორც მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს კომპანიაში დასაქმებული 1300 ადამიანის ფინანსურ მდგომარეობაზე.
მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, საჯარო მოხელეების მიერ გადაწყვეტილებების მიღებამდე, სწორად და მართლზომიერად იყოს შეფასებული გარემოებები, მით უფრო ადმინისტრაციული სახდელის დადების და ფუნქციონირების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებები და ის მოსალოდნელი შედეგები, რომელიც შეიძლება მოყვეს ორგანიზებულად, უსაფრთხოების წესების დაცვით მოქმედი კომპანიების გაჩერებას.