ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებითსაქართველოში 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობაპრეზიდენტის დეკრეტით მთავრობას მიეცა უფლებასაჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზოგიერთი უფლება. 2020 წლის 30 მარტის No204 დადგენილებით დაწესდა დამატებითი რეგულაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების ინფორმირების მიზნით, გთავაზობთ ჩვენი პარტნიორი Nexia TA Legal-ის ექსპერტების მიერ მომზადებულ გზამკვლევს დადგენილებით დაწესებული შეზღუდვების შესახებ.

      1.  რომელი საქმიანობები შეჩერდა საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში?

საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

• სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

• სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

• წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

• ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

• კომერციული ბანკების საქმიანობისა;

• იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

• საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

• ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

• მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

• საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

• სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

• სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

• მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

• საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

• კერძო დაცვითი საქმიანობისა;

• საადვოკატო საქმიანობისა;

• ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

• პრესის ჯიხურებისა;

• ნავთობის და გაზის მოპოვებისა, გადამუშავებისა;

•ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად);

• საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს იმ ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. დღეის მდგომაროებით საქართველოს 2020 წლის 01 აპრილის №211 დადგენილებით განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობები, რომლებიც არ იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. მაგალითად, ასეთ საქმიანობებს განეკუთვნება სამაცივრე მეურნეობები, საბაჟო საწყობები, ცხოველთა სასაკლაოები, სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები, სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები, სასათბურე მეურნეობები, საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა.

საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება. საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე. წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე. შენიშვნა: დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა). დამატებით, 2020 წლის 01 აპრილის საქართველოს მთავრობის №209 დადგენილებით დამტკიცდა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი 70-მდე მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომელთაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

2. რა შეზღუდვები დაწესდა საზოგადოებრივი თავშეყრის კუთხით?

სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის. გამონაკლისის სახით კომპანიებს აქვს უფლება M2 (მიკროავტობუსი) და M3 (ავტობუსი) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით, გადაიყვანოს მგზავრები. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება კომპანიების მიერ M2 (მიკროავტობუსიდა M3 (ავტობუსიკატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანას.

• იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრაგარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისასადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.

• საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითადისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე (კომენდანტის საათი). შეზღუდვა არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზერომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

• იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლაგარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებშიუახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

• ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიშენიშვნადაშვებულ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოხდება საშვების გაცემარომლითაც მათ მიეცემათ საშუალება .კომენდანტის საათის განმავლობაშიც მოახდინონ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასაშვების გაცემა მოხდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის/გამგეობის მიერ.

3. რა სანქციებია გათვალისწინებული არსებული შეზღუდვების დარღვევისთვის? საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს:

• ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით.

• ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. 16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

4. როგორ გააგრძელონ საქმიანობა იმ მეწარმეებმა, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა არ ექცევა დასაშევები საქმიანობების ჩამონათვალში?

მეწარმე სუბიექტებმა, სამშენებლო კომპანიებმა, სამშენებლო მასალებისა და საბითუმო ვაჭრობის მწარმოებელმა კომპანიებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შესაბამისი პირობებით ფუნქციონირების უფლების მისანიჭებლად განაცხადი უნდა წარადგინონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ლექტრონული ფოსტის მისამართზე - [email protected]; ხოლო ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის უნდა მიმართონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მისამართზე - [email protected]. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტი, მოახდენს შესაბამისი ობიექტების შემოწმებას და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება ობიექტის შესაბამისობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებსა და წესებთან, აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან ამ ობიექტის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის სიაში დამატებასთან და მშენებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით წესების და რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაშიეკონომიკურ სუბიექტზე გამოიწერება ადმინისტრაციული ჯარიმა და შეუჩერდება საქმიანობის განხორციელების უფლება.

5. რა ფორმით განხორციელდება სააღსრულებო საქმის წარმოება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში?

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიურო ფუნქციონირების სრულად ელექტრონულ მეთოდზე გადადის. აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქის პორტალით my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტით [email protected] მიიღებს/დაარეგისტრირებს და დაიწყებს წარმოებას ნებისმიერი ტიპის მომსახურებაზე, მათ შორის: სააღსრულებო წარმოება; გამარტივებული წარმოება; გადახდისუუნარობის საქმისწარმოება და სხვა. საქმისწარმოება დაიწყება სააღსრულებო ფურცლის დედნის გარეშე. მისი წარმოდგენა კრედიტორს საგანგებო მდგომარეობის გასვლიდან 10 სამუშაო დღის ფარგლებში ევალება. დოკუმენტაციის სიყალბის შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება წარმომდგენ პირს. შეჩერდა რიგი სააღსრულებო პროცედურები, მათ შორის:

• ფაქტების კონსტატაციის მიზნით დაწყებული წარმოებები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევით გამოწვეული აუცილებლობისა;

• სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეების (გამოსახლება) იძულებითი წესით აღსრულება;

• იმ მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღება, რომელიც განთავსებულია მოვალის საცხოვრებელ ფართში ან შესანახად ჩაბარდა მოვალეს ან სხვა პირს.

• გამოსახლების კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადა და მისი ათვლა დაიწყება/გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე;

• აღსრულების ქვემდებარე აქტით გათვალისწინებული მოძრავი ნივთის მოვალისთვის ჩამორთმევა და კრედიტორისთვის გადაცემა.

წინამდებარე გამოცემა მომზადებულია მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის მიზნით და არ უნდა განიხილებოდეს პროფესიულ-სამართლებრივ რჩევად. მომზადების დრო არის 2020 წლის 07 აპრილი, 18:00 საათი.


დანართი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2y9CJX1