"ორეის" ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია "სიმეტრა" საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრია! “ორეი” საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი “ორეი”-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

“ორეის” პროდუქცია წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მსხვილ, თუ საშუალო სავაჭრო ქსელებში, მცირე ობიექტებსა და საბითუმო წერტილებში.

“ორეის” საკუთარი დისტრიბუციის ქსელი უზრუნველჰყოფს კომპანიის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების პროდუქციის მიტანის სერვისს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს როგორც საკუთარი წარმოების ქაღალდის პროდუქციას და ბრენდირებულ დისპენსერებს, ასევე პარტნიორი კომპანიების ჰიგიენური საშუალებების ფართო ასორტიმენტს და დასუფთავების მრავალპროფილურ სერვისს.

წყარო: www.orei.ge