აგროკონსორციუმი წეროვანი დაარსდა 1996 წელს, რომლის საწარმოებშიც დანერგილია GMP და HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტები, მისი ძირითადი საქმიანობა ცხიმოვანი მრეწველობის სექტორში არის მცენარეული ცხიმების, სპრედებისა და მარგარინების წარმოება. კომპანია აწარმოებს 150-მდე დასახელების სხვადსხვა ბრენდის და სახეობის სპრედებს და მარგარინებს.

საქართველოში ICC Group-ის მხარდაჭერით, რომლის ექსკლუზიურ წარმომადგენლობასაც ახორციელებს წეროვანი, ამიერკავკასიის ბაზარზე წარმოდგენილია ICC Fat International Co.-ის პროდუქციარომელიც რეალიზირებას უკეთებს სპეციალიზირებულ ცხიმებს და მარგარინებს კვების მრეწველობაში გამოსაყენებლად შემდეგი მიმართულებებისათვის:

საკონდიტრო კრემებისათვის (82,5% ცხიმიანობის)

არაჟნისა და რძის პროდუქტებისათვის (82,5% და 99,9% ცხიმიანობის)

ნაყინის საწარმოებლად (82,5% და 99,9% ცხიმიანობის)

ცხობისა და საკონდიტრო ნაწარმებისათვის (80% და 99,9% ცხიმიანობის)

ფენოვანი ცომისათვის (80% ცხიმიანობის)

ICC International Fats Co.-ის ნატურალური სპეციალიზირებული ცხიმები და მასზე დამზადებული პროდუქტები ეფუძენება თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებს, არ შეიცავს ტრანსიზომერულ და ჰიდროგენიზირებულ ცხიმებს, მდიდარია ადამინის ჯანმრთელობისთვის საჭირო პოლიუჯერი, შეუცვლელი ω-3, ω-6 ცხიმოვანი მჟავებითა და ვიტამინებით. სპეციალურად შექმნილი ცხიმოვანი ფრაქციების კომპოზიციები განკუთვნილია პროფესიონალი ტექნოლოგებისა და დიასახლისებისათვის, მორგებულია კონკრეტული პროდუქტების ტექნოლოგიაზე, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგის მიღწევას.

კომპანიის საწარმოებში დამონტაჟებულია უახლესი დანადგარები მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისგან. მეცნიერების რესურსების და წარმოების გაერთიანება საშუალებას აძლევს კომპანიას გამოუშვას მაღალხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქცია, რომელიც პასუხობს ჯანმრთელი კვების ნორმებს და პრინციპებს. კომპანიის ლაბორატორია აღჭურვილია Bruker-ის (USA) NMR ბირთვულ მაგნიტურ რეზონანსული სპექტროსკოპით და სხვა ლაბორატორიული ხელსაწყოებით, რაც აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას აწარმოოს ნებისმიერი ცხიმოვანი პროდუქტის კონტროლი საწარმოო პროცესის მთლიან ციკლში.

კომპანია თანამშრომლობს წამყვან უცხოელ სპეციალისტებთან და სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან ახალი, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტების და ინგრედიენტების შემუშავებისათვის, რომელიც პასუხობს კვების მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნებს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ფართოდ გამოიყენება რძის, საკონდიტრო, პურფუნთუშეულობის, ცხიმოვანი და სხვა კვების მრეწველობის დარგებში.

კომპანიის რძის მრეწველობის სექტორში ძირითადი საქმიანობაა სხვადასხვა სახეობის ყველის წარმოება, რომლითაც წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა რითეილერულ ქსელში და რეგიონშიკომპანიაში შედარებით ახალი მიმართულებაა სოუსების წარმოება, რომელსაც სხვა პროდუქტებთან ერთად დიდი სექსპორტო პოტენციალი გააჩნია. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზეც.