სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართული კონსულატციების შედეგად, მომხმარებელთა და ბიზნეს სექტორის ინტერესთა გათვალისწინებით მიღწეულ იქნა შეთანხმება გარდამავალი პერიოდის რეგულაციაზე.

პროდუქციაზე ვადის ამოწურვამდე გავრცელდება გარდამავალი პერიოდის რეგულაცია და კომპანიებს მიეცემათ საშუალება  მოახდინონ მათი რეალიზება. ინტენსიური კომუნიკაციის ფორმატში მოხდება კომპანიებისათვის რეკომენდაციების გაცემა და სახელმძღვანელო მითითებები (გაიდლაინისრულყოფა და არსებულის დაზუსტება. გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მხარეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, რათა ბიზნეს სექტორს არ შეექმნას პრობლემა ბაზარზე ოპერირებისას და მაქსიმალურად იქნეს დაცული მომხმარებელთა ინტერესი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის და მის აპარატის აქტიური ჩართულობით მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ბიზნეს სექტორის და მომხმარებელთა ინტერესი, რაც ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზეტექნიკური რეგლამენტის ეფექტურად იმპლემენტაციის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციას  ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზეტექნიკური რეგლამენტთან დაკავშირებით კომპანიების წინაშე არსებული საკითხების სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთან დაზუსტების მიზნით.

ასოციაცია კიდევ ერთხელ მიმართავს ყველა ადგილობრივ და იმპორტიორ კომპანიას, ასოციაციას მიაწოდონ ინფორმაცია ყველა იმ პრობლემური საკითხის შესახებ, რომელიც წარმოექმნებათ ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზეახალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას.