მარტიდან „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდებარაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდას და მისი უფლებების დაცვას. ახალი რეგულაციის გაცნობის მიზნით ბიზნეს სექტორისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 22 იანვარს გაიმართა.

რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებით

ახალი რეგულაციის მიხედვით:

  • გაიზარდა ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი;
  • განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილი გასაგები)  და ადგილი (თვალსაჩინო);
  • განისაზღვრა მოთხოვნები სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებასთან (საკვები ნივთიერებებისვიტამინებისა და მინერალების მითითებადაკავშირებით ;
  • ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენების შემთხვევაშიგანისაზღვრა აღნიშნული ნივთიერებების ეტიკეტზე განთავსების წესირომლის მიხედვითაც სხვა ჩამონათვალისგან აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს (შრიფტით/ფონით/სტილით/ფერით);
  • სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ (გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა);
  • განისაზღვრა სურსათის ნეტოს (სუფთა წონისეტიკეტზე მითითების ვალდებულება;
  • განისაზღვრა მოთხოვნები დაუფასოებელ სურსათის ეტიკეტზე დასატან ინფორმაციასთან დაკავშირებით; 
  • ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია არ უნდა იყოს გადაფარული (წარწერითგრაფიკული გამოსახულებით ან სხვა მასალით);
  • სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორიმათ შორის იმპორტიორი.